20 წლიანი გამოცდილება კომუნიკაციის სფეროში საერთაშორისო და ქართულ კორპორაციებში (GCG, EY, DLA), 12 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა თიბისი ჯგუფის საგარეო ურთიერთობის და კომუნიკაციის მიმართულებას. განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ESM და დიდ ბრიტანეთში. არის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი. ახალგაზრდების მხარდაჭერის ფონდის – “ხელოვნება საზღვრების გარეშე” დამფუძნებელი. 2019 წელს მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული სამოქალაქო მოძრაობის, შემდგომ კი პოლიტიკური პარტია “ლელო საქართველოსთვის” დამფუძნებელი წევრი.
ჰყავს 2 შვილი.