არჩევნებამდე დარჩა

00 00 00 00

რეალური ალტერნატივა

აირჩიე Მთავრობა, რომელიც ემსახურება საქართველოს და არა რუსეთს!

მოგესალმებით "ძლიერი საქართველოს" ვებგვერდზე!

საქართველო ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში მძიმე რეალობის წინაშე
აღმოჩნდა. მოსახლეობა შეუქცევადად ღატაკდება, ათასეულობით ჩვენი თანამოქალაქე
ოჯახებით ტოვებს ქვეყანას და უცხოეთში მიდის საცხოვრებლად. მმართველი ძალის
დანაშაულებრივმა პოლიტიკამ სრულად შეაჩერა ევროინტეგრაციის პროცესი და
საქართველო რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფ, სუსტ, დაუცველ, უპერსპექტივო ქვეყნად
აქცია. 

,,ძლიერ საქართველოს’’ სჯერა, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ნამდვილ ევროპულ ცხოვრებას, რაც ნიშნავს მეტ დასაქმებას, უკეთეს ხელფასს, მაღალ პენსიებს, თანამედროვე ჯანდაცვას, ძლიერ სკოლებს, სუფთა გარემოს, ფუნდამენტური უფლებების გარანტირებულად დაცვას და ღირსებას.

“ძლიერ საქართველოს” აქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ამ მომავლისკენ წაიყვანს – სწრაფად, სტაბილურად და შეუქცევადად.

"ძლიერი საქართველო" გპირდებათ:

Play Video

,,ძლიერ საქართველოს” აქვს 9-პუნქტიანი გეგმა, რათა სწრაფად შეასრულოს ევროკავშირის 9 რეკომენდაცია. ჩვენი ხედვა უზრუნველყოფს არჩევნების შემდეგ ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების პროცესის უსწრაფეს დროში გახსნას. ჩვენ ხელი მოვაწერეთ პრეზიდენტის ქარტიას, რომელიც სწორედ ამ პრინციპების გარშემო მრავალპარტიულ შეთანხმებას წარმოადგენს. ამავდროულად, ჩვენი „საქართველოს დაცვის აქტი“ დაასრულებს რუსების უკონტროლო შემოდინებას საქართველოში, შეზღუდავს რუსეთის გავლენას, აკრძალავს რუსეთის მოქალაქეების მიერ ქართული მიწის შეძენას, ხელახლა დააწესებს ვიზებს და უზრუნველყოფს საქართველოს სტაბილურად სვლას ძლიერი ევროპული მომავლისკენ.

„ძლიერი საქართველო“ დაუყოვნებლივ შეუდგება პენსიის 1000 ლარამდე გაზრდას. ჩვენ უმოკლეს ვადაში მივაღწევთ ამ შედეგს და ყოველწლიურად დავარეგულირებთ მას ინფლაციის შესაბამისად, რათა საზოგადოების ხანდაზმულმა წევრებმა ღირსეულად იცხოვრონ.

ამას ჩვენს მოქალაქეებზე ორიენტირებული, რეალისტური ბიუჯეტის ფარგლებში გავაკეთებთ. პენსიის ზრდის საშუალებას მოგვცემს ჩვენი გეგმით გარანტირებული სწრაფი ეკონომიკური ზრდა, კორუფციის აღმოფხვრა, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, სახელმწიფო ბიუჯეტის გამართული ადმინისტრირება და აზარტული თამაშების ინდუსტრიის უფრო მეტად დაბეგვრა.

Play Video
Play Video

,,ქართული ოცნების’’ პირობებში საქართველოს 200 000-ით ნაკლები სამუშაო ადგილი აქვს, ვიდრე უნდა ჰქონოდა ნორმალური დასაქმების პოლიტიკის პირობებში. ,,ძლიერი საქართველო” შექმნის 200 000 ახალ სამუშაო ადგილს ანაკლიის და სხვა მსგავსი მეგაპროექტების განხორციელებით, რომლებიც ,,ქართულმა ოცნებამ” დაბლოკა; ჩვენ გპირდებით უკეთესი ინფრასტრუქტურის შექმნას ევროპული ტიპის „მწვანე მშენებლობის“ სტანდარტებით; გპირდებით ანაზღაურებადი სტაჟირების უზრუნველყოფას ყველა  კურსდამთავრებულთათვის, ვისაც ამის სურვილი ექნება. ასევე, ,,ძლიერი საქართველო” პირველად დაადგენს სამართლიანი ხელფასის სტანდარტს.
საარსებო მინიმუმის ახალი მოდელით გაანგარიშების შემდგომ დადგინდება მინიმალური ხელფასის ოდენობა, რომელიც იქნება სამართლიანი ყველა დასაქმებულთან მიმართებაში. შრომის სამართლიანი ანაზღაურება არის ღირსეული ცხოვრების აუცილებელი წინაპირობა.

საქართველოს დაცვის აქტი

ილიას გზა სრულად

01. ევროკავშირის სანქციებთან საქართველოს სრულად შეერთება.

02. დაიცავს სამუშაო ადგილებს ქართველებისთის

03. ზღუდავს რუსების მიერ მიწის შესყიდვას

04. კრძალავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ნომრის მქონე მანქანების რეალიზაციას ან შემოსვლას

05. კრძალავს რუსული კომპანიების სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას

06. უწესებს “საოკუპაციო მოსაკრებელს” რუსულ ბიზნესებს:

07. ხელახლა აწესებს აკრძალვას პირდაპირ ფრენებზე რუსეთთან

08. კრძალავს საქართველოში რუსული ტელეარხების მაუწყებლობას

09. კრძალავს რუსულ ფონდებს

ძლიერი საქართველო

ძლიერი საქართველოს შესახებ

Მისია

ჩვენი მისიაა მდგრადი ეკონომიკისა და ძლიერი საშუალო ფენის შექმნა, დიალოგისა და თანამშრომლობის კულტურის დანერგვაა, რადგან გვწამს, რომ დემოკრატია, სახელმწიფოს განვითარება და მოქალაქეთა კეთილდღეობა მხოლოდ სამოქალაქო თანხმობით არის შესაძლებელი. ჩვენი მიზანია, საქართველომ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობაში და დაადგეს აღმავლობისა და წინსვლის შეუქცევად გზას.

Ხედვა

ჩვენ გვწამს, რომ პატრიოტიზმი, თავისუფლება, ეროვნული და სამოქალაქო ღირებულებები ერთმანეთს ავსებს და სახელმწიფოს საძირკველს წარმოადგენს. ვერთიანდებით თავისუფლების, განვითარებისა და პატრიოტიზმის იდეალებით, რათა ქვეყანამ დაძლიოს მრავალმხრივი კრიზისი და გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, დავიბრუნოთ საქართველო!

მიზნები

ჩვენი მიზანია ახალი ეპოქისათვის მომზადებული ძლიერი ქართული სახელმწიფოს შექმნა; ჩვენი მიზანია მოქალაქეების უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ამისათვის საქართველოს უმოკლეს დროში ევროპულ კავშირსა და NATO-ში გაწევრიანება. ჩვენი მიზანია შენი გამარჯვება!

რეგიონები

No data was found

ძლიერი საქართველო

სიახლეები

„გამარჯვების პანო“

„ძლიერ საქართველოს“ ცნობილი მხატვრები საკუთარი შემოქმედებით უერთდებიან. „გამარჯვების პანო“ ხელოვანებმა

ძლიერი საქართველო

Ერთად გავიმარჯვებთ. შემოგვიერთდი!