გულიკო ზუმბაძე

წევრი
უფლებადამცველი
პედაგოგი და ფსიქოლოგი.
თბილისის მუნიციპალიტეტის მე-4 და მე-5 მოწვევის საკრებულოს წევრი,
მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქციის თავმჯდომარე, ადამიანის უფლებათა
დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარე, უწყებათაშორისი
კომისიის წევრი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში, გენდერული საბჭოს
წევრი.
აქვს პედაგოგიური მოღვაწეობისა და არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის
მრავალწლიანი გამოცდილება. თანამშრომლობდა ადგილობრივ და
საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ერთ-ერთ პირველს საქართველოში,
განხორციელებული აქვს ათობით პროექტი ადგილობრივი დემოკრატიის
განვითარების ხელშეწყობისათვის, ხელისუფლების საქმიანობის
გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით.
მონაწილეობა აქვს მიღებული გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების
მიერ გამართულ არაერთ კონფერენციასა და ფორუმში.
სხვადასხვა დროს ეწეოდა საგამომცემლო, ლიტერატურულ, კულტურულ
საქმიანობას. არის მრავალი შემოქმედებითი და საქველმოქმედო პროექტის
იდეის ავტორი და განმახორციელებელი.
არის პარტიის დამფუძნებელი წევრი.
ჰყავს სამი შვილი და სამი შვილიშვილი.