გიორგი სიორიძე

წევრი
კონსტიტუციონალისტი. 2024 წლამდე იკავებდა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას, არის ცესკოს წევრი. გავლილი აქვს კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის სრული აკადემიური კურსი, გერმანიაში ჩაბარებული აქვს იურისტთა სახელმწიფო გამოცდა და არის გერმანიის ფედერალური მასშტაბით ლიცენზირებული იურისტი. კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილებით. არაერთი საერთაშორისო და ეროვნული კონფერენციის მონაწილე, სამეცნიერო ნაშრომების (მათ შორის-სახელმძღვანელოების) ავტორი და თანაავტორი. კიოლნის უნივერსიტეტის სამართლის გერნამულენოვანი და შპაიერის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამების დოცენტი. კითხულობს ლექციებს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის „ლელოს“ დამფუძნებელი წევრი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.