გენადი თებიძე

წევრი

იურისტი. 2020 წლიდან ლელოს ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტი-ენერგეტიკის ფაკულტეტი.
აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება სამთავრობო, არასამთვრობო და მედია ორგანიზაციებში, დღემდე ხელმძღვანელობს საქველმოქმედო ფონდ “ალილო-2015”-ს. პოლიტიკურისა საქმიანობის პარალელურად, აქციურად არის ჩართული ბათუმში დროებით მცხოვრები უკრაინელი დევნილების პრობლემების მოგვარებაში.

არის ათამდე წიგნის ავტორი და რედაქტორი, თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაცასთან არაფორმალური განათლების მიმართულები, კითხულობს ლექციებს ბათუმის ისტორიასა და შრომითი ურთიერთობების მიმართულებით. აჭარაში „ვარდების რევოლუციის“ დროს “დემოკრატიული აჭარას” ხელმძღვანელი;

2007-2014 წლებში ორი მოწვევის- თვითმმართველი ქალაქის–ბათუმის საკრებულოს წევრი და იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე;
თვითმმართველობაში მუშაობის დროს იყო სხვადასხვა პროქტის ავტორი, მისი თანამონაწილეობით დაარსდა ,,საპატიო ბათუმელის“ წოდება და ბათუმქალაქობის დღესასწაული.

არის „ლელოს“ დამფუძნებელი წევრი. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.