მე 10 მოწვევის პარლამენტის წევრი. საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ თავმჯდომარე.
ისტორიკოსი, ძველი თბილისის მკვლევარი. კარიერის ადრეულ წლებში მოღვაწეობდა სხვადასხვა ტელე-რადიო სივრცეში ჟურნალისტად, პარალელურად იყო თბილისის მზრუნველთა გაერთიანების „თბილისის ჰამქრის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე. აქვს მრავალწლიანი სამოქალაქო აქტივიზმის გამოცდილება, თბილისის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისა და დაცვის, თბილისის ურბანული პრობლემების მიმართულებით.
2014-2017 წელს პარტიის ლიდერი ალეკო ელისაშვილი იყო თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, რომელმაც მანდატი საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებზე გამარჯვების შედეგად მიიღო.
2017 წელს კენჭს იყრიდა თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად, ამომრჩეველთა 18%-იანი მხარდაჭერის შედეგად მეორე ადგილი დაიკავა.
2018 წელს თანაგუნდელებთან ერთად დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა“.
2020 წლის 4 აგვისტოს, სამოქალაქო მოძრაობის წევრებთან ერთად, დააარსა ახალი პოლიტიკური გაერთიანება „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“, რომლის თავმჯდომარეც არის დღემდე.
არის სამი წიგნის ავტორი: “როგორ შეიცვალა თბილისი”, “ძველი ტფილისი, 50 ამბავი”, “ეს საბურთალოა“. აქვს ჩატარებული არაერთი საჯარო ლექცია საქართველოს ისტორიის, დემოკრატიის, დიქტატურული რეჟიმებისა და ავტორიტარიზმის თემებზე.
2024 წლის 12 აგვისტოს შეუერთდა კოალიციას „ძლიერი საქართველო“.