“ძალიან საყურადღებო შეხვედრა მქონდა საკუთარ სამშობლოში დევნილად ქცეულ ადამიანებთან და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლ ხალხთან, მათ შორის საერთაშორისო მისიებში მონაწილე გენერლებთან და თადარიგის ოფიცრებთან, რომლებმაც დეტალურად გამიზიარეს საკუთარი წუხილი მათ მიმართ არსებულ დამოკიდებულებაზე. სამწუხაროდ, დღეს ისინი აღარავის ახსოვს.
ვეტერანთა რიცხვი საქართველოში ძალიან დიდია და პრობლემები, რომლებსაც ისინი აწყდებიან კიდევ უფრო დიდი. მათ არ აქვთ ღირსეული პენსია, შესაბამისი ჯანმრთელობის პაკეტი, ნორმალური სოციალური და საყოფაცხოვრებო შეღავათები და რაც მთავარია, არ აქვთ ღირსეული ცხოვრების საშუალება.
იგივე პრობლემები აქვთ დევნილებს – ისინი კვლავაც მუდმივი საცხოვრებლის უშედეგო მოლოდინით არიან.
შევთანხმდით, რომ მხოლოდ ერთმანეთის თანადგომითა და თანამებრძოლობით შევქმნით ძლიერ საქართველოს! ერთად დავუბრუნებთ ამ ქვეყანას ღირსებას, რომელსაც ჩვენი ვეტერანები საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ.
ჩვენ ამ მძიმე რეალობას შევცვლით ერთად დგომით და სწორი სახელმწიფო პოლიტიკით!”
მამუკა ხაზარაძე