“ლელომ” 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის აქტიური მზადება დაიწყო.
დღეს “ლელოს” ცენტრალურ ოფისში თბილისის ორგანიზაციის მმართველი რგოლის წარმომადგენლებთან ერთად 2024-ის საპარლამენტო არჩევნების პრინციპული ასპექტების დამუშავება და გაცნობა დაიწყო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა და “ლელოს” ერთ ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ, თანაპარტიელებს კენჭისყრის პროცესში დანერგილი ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების ძირითად ინოვაციებზე ესაუბრა. ასევე უმნიშვნელოვანესი და მთავარი საკითხი – არჩევნების დაცვის ახალი გამოწვევები და მეთოდები გააცნო.
მსგავსი სამუშაო შეხვედრები “ლელოში” აქტიურად გაგრძელდება და მთელ საქართველოს მოიცავს, პროცესში რეგიონულ დონეზე გადამზადდებიან საუბნო დონეზე კომისიის წევრები და შესაბამისი პირები.