“ძალიან ამაყი და გახარებული დავბრუნდით ტურინიდან ჩვენს მაგარ ბიჭებთან ერთად – დიდი საქმეა მსოფლიოზე მე-6 ადგილი პატარა წალენჯიხისთვის.
მათ ეს შეძლეს! თავდაუზოგავი შრომითა და დიდი მოტივაციით გახდნენ მსოფლიო საფეხბურთო ოჯახის სრულუფლებიანი წევრები.
პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ფეხბურთელსა და მწვრთნელს, მშობლებს, აკადემიის მენეჯმენტს, რომლებმაც უდიდესი შრომა გასწიეს, რომ ერთ წელში გუნდს ეს შედეგი დაედო.
ასევე, მადლობა მინდა ვუთხრა საზოგადოებასა და ქართულ მედიას ასეთი გულშემატკივრობისთვის – ეს დიდი მოტივაცია იყო ჩვენთვის!
ერთი წლის წინ, როცა მე და ბადრიმ წალენჯიხის იუვენტუსის აკადემია დავაფუძნეთ, სხვებისთვის რთული დასაჯერებელი იყო ალბათ ის, რისიც ჩვენ გვჯეროდა! მიხარია, რომ ეს იმედი გამართლდა!
წინ ბევრი გამარჯვება გველის! არასოდეს დავიღლებით ახალ თაობაზე ზრუნვითა და გულშემატკივრობით!
წინ, ბიჭებო! ”