“თავისუფლებას და ხალხის არჩევანს ვერაფერი ვერ გააჩერებს. “რუსული კანონებით” და ყველა იმ ქმედებით, რომლითაც რუსულმა ხელისუფლებამ საქართველოში გადაუკეტა გზა ქართველი ხალხის ნებას, ეს არ გაუვა. სულ დარჩა 6 დღე და ამ ხელისუფლებას ბიძინა ივანიშვილის თამადობით გავუშვებთ იქ, სადაც მათი ადგილია, რუსეთისკენ. ეს ქვეყანა კი დაადგება იმ გზას, რაც არის ჩვენი ეროვნული არჩევანი. “ქართული ოცნება” არის გასაშვები და ქვეყანა უნდა მართოს კოალიციურმა მთავრობამ, თუ გვინდა, რომ სწრაფი ნაბიჯებით პროგრესისკენ წავიდეთ. მივმართავ ყველას, გამოდით არჩევნებზე, გამარჯვება არის ძალიან ახლოს. სწორედ ამ გამარჯვებით უახლოეს დღეებში დაიწყება სერიოზული პროგრესი. ეს გამარჯვება უნდა გავაფორმოთ მშვიდობიანად, ყოველგვარი შფოთვის გარეშე”. – მამუკა ხაზარაძე
“ქართული ოცნება” ოფიციალურად მოექცა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში
სახელმწიფო მდივნის მიერ დაწესებული სანქციები ქართველი ხალხის დასაცავად ამუშავდება, თუმცა