“დღეს გორში ადგილობრივებსა და მეწარმე ქალებს შევხვდი. არაერთი კითხვა დაისვა და ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა.
ქალაქი, რომელსაც რუსული აგრესია ყველაზე მძიმედ შეეხო, დღეს იმავე მტრის პირისპირ რჩება – “ოცნების” მიერ მიღებული რუსული კანონი მცირე მეწარმეების საქმიანობას მნიშვნელოვნად ზღუდავს, რაც მათი ყველაზე დიდი წუხილია.
ზუსტად ამიტომ იბრძვის “ლელო” რუსული კანონისა და რუსული მთავრობის წინააღმდეგ, რომ გორსა და ყველა სხვა რეგიონს პერსპექტივა – მეგაპროექტები და სამუშაო ადგილები მისცეს.”
მამუკა ხაზარაძე