“ბოლო მოვლენებმა ნათლად გვიჩვენა, რომ ხალხი ყველაზე კარგად ხედავს და აფასებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და გადამწყვეტ მომენტში ყველაზე ადეკვატურად იქცევა, ამიტომ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათთან პირისპირ საუბარი და აზრების გაცვლა.
დღეს დიდუბის მოსახლეობას შევხვდი და ზუსტად ის საკითხები განვიხილეთ, რაც ჩვენ ყველას ერთად გვაწუხებს.
ყველაფერი დალაგდება, როცა ოქტომბერში რუსულ მთავრობას გავისტუმრებთ. 200 000 სამუშაო ადგილსაც შევქმნით, პენსიასაც გავზრდით 1000 ლარამდე, სტუდენტების ანაზღაურებად სტაჟირებასაც დავიწყებთ და ბოლო დროის უმძიმეს გამოწვევას, ნარკოპანდემიასაც დავამარცხებთ!
ჩვენ ერთად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ეს ქვეყანა იყოს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი!”
მამუკა ხაზარაძე