“ანაკლიის პორტის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე, გამოწვევებსა და რისკებზე ექსპერტებთან ძალიან საინტერესო მსჯელობა გავმართეთ.
დაუშვებელია, გადასცე შენი სტრატეგიული ობიექტი ქვეყანას, რომლის მმართველობაში არის კომუნისტური პარტია – კომპანიას, რომელიც არის იმ სახელმწიფოს პარტნიორი, რომელიც ეხმარება შენი ქვეყნის მთავარ მტერსა და ოკუპანტს.
რუსეთს უნდა აქ შექმნას ალტერნატიული რუსული პორტი, რომელსაც ჩინური პორტი დაერქმევა. აქედან გამომდინარე, რუსების ჩარევით, “ოცნების” მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის დანაშაული!”