დღეს “ლელოს” ოფისი ქარელში პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ, გახსნა.
4 თვის განმავლობაში, “ლელოს” გუნდი აქტიურად იმუშავებს მთელი საქართველოს მასშტაბით.
ქარელი უკვე მესამე რაიონული ცენტრია, სადაც “ლელოს” პოლიტიკური ოფისი იხსნება და ეს პროცესი აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
არ გავჩერდებით, სანამ ამ ხელისუფლებას არ გავისტუმრებთ 26 ოქტომბერს! გამარჯვება ახლოსაა! გამარჯვება რეალურია!
ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!
მამუკა ხაზარაძე: „ისტორიული გამარჯვების სიხარულითა და ემოციით გავხსენით დღეს ქარელის ოფისი – სივრცე ქართლის გულში, სადაც კიდევ უამრავ გამარჯვებას ვიზეიმებთ!
ქართველებს შეგვიძლია გამარჯვება ევროპის მოედნებზე! არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ განათლებაში, მეცნიერებაში, მედიცინაში და ბევრ სხვა მიმართულებაში. ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ უდიდეს წარმატებას, როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე იმ ევროპული ოჯახისთვის, რომლისკენაც მივისწრაფით.
საქართველოს ევროპული მომავალი, ჩვენი შვილების ევროპული პერსპექტივა შეუქცევადია და მას ვერაფერი შეაჩერებს!
26 ქართველებისთვის საკრალური რიცხვია, რომელიც უკვე გამარჯვების სიმბოლოდ იქცა და მე დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი დავამარცხებთ რუსულ, საბჭოურ მენტალობას ჩვენს ქვეყანაში და კიდევ ერთხელ “გავიმარჯვებთ სახელოვნად”!”