“დღეს ჩემს მშობლიურ სამტრედიაში “ლელოს” ოფისი გავხსენით. მახარებს ეს შემართება და ცვლილებების სურვილი!
დღეიდან “ლელოს” პარტიული ოფისი იქნება თავისუფლების, ბრძოლისა და საქმის კეთების ადგილი. აქ მოსული ყველა მოქალაქე იქნება მოტივირებული და მზად ცვლილებებისთვის, წარმატებისთვის და 26 ოქტომბერს გამარჯვების გასაფორმებლად!
სამტრედიის შემდეგ ჩვენი ოფისები საქართველოს სხვა ქალაქებსა და სოფლებშიც გაიხსნება. ჩვენ ვიქნებით ყველგან, მთელს საქართველოში!
გამარჯვება ახლოსაა! გამარჯვება რეალურია!”
მამუკა ხაზარაძე