დღეს “ლელოს” ოფისი ხარაგაულში პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ, გახსნა და ოფისის ხელმძღვანელად ინგა მაღრაძე დანიშნა.
“ლელოს” გუნდი აქტიურად აგრძელებს მუშაობას მთელი საქართველოს მასშტაბით.
ერთად უნდა დავამარცხოთ რუსული მთავრობა და 26 ოქტომბერს დავუბრუნოთ ევროპული მომავალი საქართველოს.
ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!
“გავხსენით “ლელოს” ხარაგაულის ოფისი. ვაგრძელებთ ჩვენს მოგზაურობას საქართველოს მასშტაბით, რათა ყველას ვუთხრათ, რომ თითოეულ ჩვენგანს გვაქვს უზარმაზარი გამოცდა ჩასაბარებელი-ეს გამოცდა არის ჩვენი ქვეყნის, პრაქტიკულად, თავიდან დაბადება. რუსული მენტალობა, საბჭოური მენტალობა უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში და ერთხელ და სამუდამოდ დაიწყოს სერიოზული წინსვლა ახალგაზრდებისთვის, პენსიონერებისთვის, სამუშაო ადგილების შექმნით”.
მამუკა ხაზარაძე