დღეს, “ლელოს” მორიგი ოფისი ჩხოროწყუში გაიხსნა.
მამუკა ხაზარაძის კომენტარი:
“გამარჯვება ახლოსაა!
დღეს “ლელოს” კიდევ ერთი ოფისი ჩხოროწყუში გავხსენით, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კორნელ წურწუმია უხელმძღვანელებს.
ჩხოროწყუ მზადაა ცვლილებებისთვის! აქ ყველა კარგად აცნობიერებს, რომ ეს არის ბრძოლა ევროპული მომავლისთვის და არ უნდა გავჩერდეთ, სანამ მიზანს არ მივაღწევთ!
26 ოქტომბერს უნდა დავამარცხოთ რუსული ხელისუფლება და ერთიანი ძალით გავაგრძელოთ გზა ევროპისკენ!