დღეს “ლელოს” ლიდერებმა, ლანა გალდავამ, გულიკო ზუმბაძემ, თაზო დათუნაშვილმა, საგარეჯოს ოფისის ხელმძღვანელთან, თამარ ყორღანაშვილთან, “ლელოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, ოთო ფარულავასთან და ახალგაზრდულის წევრებთან ერთად, საგარეჯოში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს.
1000-ლარიანი პენსია, 200 000 სამუშაო ადგილი, ანაზღაურებადი სტაჟირება კურსდამთავრებულთათვის, მეგაპროექტების მშენებლობა და “საქართველოს დაცვის აქტი” – ეს ის თემებია, რომლებსაც “ლელოს” ლიდერები საქართველოს რეგიონებში ხალხთან უშუალო შეხვედრისას განიხილავენ.