დღეს, 3 ივლისს, “ლელოს” ლიდერებმა, ლანა გალდავამ, გრიგოლ გეგელიამ, ლევან სამუშიამ და თორნიკე ართქმელაძემ, “ლელოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, ოთო ფარულავასთან და ახალგაზრდულის წევრებთან ერთად, ხარაგაულში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ხვალ, 4 ივლისს პარტიის ოფისი გაიხსნება.
1000-ლარიანი პენსია, 200 000 სამუშაო ადგილი, ანაზღაურებადი სტაჟირება კურსდამთავრებულთათვის, მეგაპროექტების მშენებლობა და “საქართველოს დაცვის აქტი” – ეს ის თემებია, რომლებსაც “ლელოს” ლიდერები საქართველოს რეგიონებში ხალხთან უშუალო შეხვედრისას განიხილავენ.