ილიას გზა
“ძლიერი საქართველო” გთავაზობთ „ილიას გზას” საქართველოსთვის. ესაა დეტალური გეგმა ჩვენი ქვეყნის საზოგადოების, ეკონომიკისა და ეროვნული უსაფრთხოების ყველა ასპექტის შესახებ.
2024 წლის არჩევნებზე “ძლიერი საქართველო” განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს სამ კომპლექსურ პრობლემაზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აწუხებს.
“ილიას გზა” წარმოადგენს ამ პრობლემების მოგვარების გზას.
,,ძლიერ საქართველოს” აქვს 9-პუნქტიანი გეგმა, რათა სწრაფად შეასრულოს ევროკავშირის 9 რეკომენდაცია. ჩვენი ხედვა უზრუნველყოფს არჩევნების შემდეგ ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების პროცესის უსწრაფეს დროში გახსნას. ჩვენ ხელი მოვაწერეთ პრეზიდენტის ქარტიას, რომელიც სწორედ ამ პრინციპების გარშემო მრავალპარტიულ შეთანხმებას წარმოადგენს. ამავდროულად, ჩვენი „საქართველოს დაცვის აქტი“ დაასრულებს რუსების უკონტროლო შემოდინებას საქართველოში, შეზღუდავს რუსეთის გავლენას, აკრძალავს რუსეთის მოქალაქეების მიერ ქართული მიწის შეძენას, ხელახლა დააწესებს ვიზებს და უზრუნველყოფს საქართველოს სტაბილურად სვლას ძლიერი ევროპული მომავლისკენ.
„ძლიერი საქართველო“ დაუყოვნებლივ შეუდგება პენსიის 1000 ლარამდე გაზრდას. ჩვენ უმოკლეს ვადაში მივაღწევთ ამ შედეგს და ყოველწლიურად დავარეგულირებთ მას ინფლაციის შესაბამისად, რათა საზოგადოების ხანდაზმულმა წევრებმა ღირსეულად იცხოვრონ.
ამას ჩვენს მოქალაქეებზე ორიენტირებული, რეალისტური ბიუჯეტის ფარგლებში გავაკეთებთ. პენსიის ზრდის საშუალებას მოგვცემს ჩვენი გეგმით გარანტირებული სწრაფი ეკონომიკური ზრდა, კორუფციის აღმოფხვრა, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება, სახელმწიფო ბიუჯეტის გამართული ადმინისტრირება და აზარტული თამაშების ინდუსტრიის უფრო მეტად დაბეგვრა.
,,ქართული ოცნების’’ პირობებში საქართველოს 200 000-ით ნაკლები სამუშაო ადგილი აქვს, ვიდრე უნდა ჰქონოდა ნორმალური დასაქმების პოლიტიკის პირობებში. ,,ძლიერი საქართველო” შექმნის 200 000 ახალ სამუშაო ადგილს ანაკლიის და სხვა მსგავსი მეგაპროექტების განხორციელებით, რომლებიც ,,ქართულმა ოცნებამ” დაბლოკა; ჩვენ გპირდებით უკეთესი ინფრასტრუქტურის შექმნას ევროპული ტიპის „მწვანე მშენებლობის“ სტანდარტებით; გპირდებით ანაზღაურებადი სტაჟირების უზრუნველყოფას ყველა კურსდამთავრებულთათვის, ვისაც ამის სურვილი ექნება. ასევე, ,,ძლიერი საქართველო” პირველად დაადგენს სამართლიანი ხელფასის სტანდარტს.
საარსებო მინიმუმის ახალი მოდელით გაანგარიშების შემდგომ დადგინდება მინიმალური ხელფასის ოდენობა, რომელიც იქნება სამართლიანი ყველა დასაქმებულთან მიმართებაში. შრომის სამართლიანი ანაზღაურება არის ღირსეული ცხოვრების აუცილებელი წინაპირობა.
საქართველოს დაცვის აქტი
01. ევროკავშირის სანქციებთან საქართველოს სრულად შეერთება.
02. დაიცავს სამუშაო ადგილებს ქართველებისთის
დღეს უმუშევრობა საქართველოს ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. ამის მთავარი მიზეზი რუსების შემოდინებაა, რომლებმაც სამუშაო ადგილებზე ქართველები ჩაანაცვლეს. “საქართველოს დაცვის აქტი” ზღუდავს რუსეთის მოქალაქეების მუშაობის უფლებას, რაც კიდევ უფრო მეტ სამუშაო ადგილს გაუხსნის ქართველებს.
03. ზღუდავს რუსებისთვის მიწის შესყიდვას
04. კრძალავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ნომრის მქონე მანქანების რეალიზაციას ან შემოსვლას
05. კრძალავს რუსული კომპანიების სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობას
აღმაშფოთებელია, რომ ქართული ოცნება მილიონობით გადასახადის გადამხდელის ფულს რუსეთში გზავნის, რუსული კომპანიებისთვის სახელმწიფო ტენდერების გადაცემით.
06. უწესებს “საოკუპაციო მოსაკრებელს” რუსულ ბიზნესებს:
07. ხელახლა აწესებს აკრძალვას პირდაპირ ფრენებზე რუსეთთან
08. კრძალავს საქართველოში რუსული ტელეარხების მაუწყებლობას
მიუღებელია საოკუპაციო ძალის პროპაგანდის მაუწყებლობა. „საქართველოს დაცვის აქტი” შეაჩერებს რუსული პროპაგანდისტული არხების უკონტროლო მაუწყებლობას საქართველოში.
09. კრძალავს რუსულ ფონდებს
მანიფესტი
ძლიერი საქართველო
პოლიტიკური მანიფესტი
ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ, ევროპულ და დემოკრატიულ საქართველოს.
ეს გზა გადის თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობაზე, თავისუფალ ეკონომიკაზე, ღირსეულ და დასაქმებულ მოქალაქეზე
თავისუფალი ადამიანი
ჩვენ გვწამს თანამედროვე ადამიანის უმთავრესი მონაპოვრის – პიროვნული თავისუფლების და ვთვლით, რომ ადამიანი თავისუფლებისათვის არის შექმნილი. მას აქვს უფლება საკუთარი ცხოვრების შექმნაში იყოს თავისუფალი, მისი ღირსება იყოს ხელშეუხებელი და იცხოვროს პირადი მრწამსისა და მსოფლმხედველობის მიხედვით.
შინ ევროპისკენ - ისტორიულ წიაღში დაბრუნება
საქართველო მრავალათასწლოვანი ისტორიის ყველა ეტაპზე იყო დასავლური ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილი. ამავდროულად, საქართველო ყოველთვის იყო კარიბჭე ცივილიზაციათა გზაგასაყარზე. სწორედ ამ უნიკალური მოცემულობიდან გამომდინარე, ჩვენ საქართველოს მომავალს ვხედავთ დიდ ევროატლანტიკურ ოჯახში, როგორც ევროკავშირისა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის სრულფასოვანი წევრი. ამ გზას მივიჩნევთ უმთავრეს ეროვნულ ამოცანად.
სახელმწიფო პატრიოტიზმი
ჩვენ ვთვლით, რომ თითოეული მოქალაქის ვალია, წვლილი შეიტანოს თანამედროვე, დემოკრატიული, ძლიერი საქართველოს მშენებლობაში, პატივს სცემდეს საკუთარ ისტორიას, კულტურასა და იდენტობას. სახელმწიფოს ვალია, რომ განათლების სისტემის საშუალებით, ხელი შეუწყოს სახელმწიფოებრივი პატრიოტიზმის განვითარებას.
კანონის უზენაესობა
მცირე მთავრობა
ძლიერი საქართველოს ხედვის ქვაკუთხედს წარმოადგენს „მცირე მთავრობის“ მოდელი და საბიუჯეტო/ფისკალური პასუხისმგებლობა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეფექტური მმართველობა ეფუძნება გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ინოვაციურობის პრინციპებს. ჩვენ გვჯერა, რომ სახელმწიფო ბიუროკრატიის ზომა სისტემატიურ კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს, ხოლო რეგულაციები ხელს უნდა უწყობდეს მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.
დაცული საკუთრება და თავისუფალი ეკონომიკა - მდიდარი საქართველოს ფორმულა
ძლიერ საქართველოში მტკიცედ გვწამს, რომ კერძო საკუთრება ადამიანის თავისუფლების საფუძველი და მისი განხორციელების წინაპირობაა. კერძო საკუთრება ხელშეუხებელია და ამ ხელშეუხებლობის დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა. საკუთრების უფლებასთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ფუნდამენტია ღია და თავისუფალი ეკონომიკა. საქართველოს სწრაფი და ნახტომისებრი განვითარების ფორმულაა თავისუფალი მეწარმეობა და თავისუფალი ვაჭრობა.
თანაბარი შესაძლებლობები
ძლიერ საქართველოს მიაჩნია, რომ ადამიანების სწრაფვა ბედნიერებისა და კეთილდღეობისკენ თანაბარ პირობებში უნდა ხდებოდეს.
ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს თავისუფალი კონკურენციის გარემოში, სადაც ყველას თანაბარი შესაძლებლობები გააჩნია და ცოდნა და უნარები არის ადამიანის წინსვლის მთავარი პირობა.
ერთიანი და ძლიერი საქართველო
ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს გამთლიანების გზა არის სრულად მშვიდობიანი პროცესი, რომლის შედეგადაც ჩვენ თავიდან უნდა ვისწავლოთ ჩვენ აფხაზ და ოს თანამემამულეებთან თანაცხოვრება. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი ხალხის უდიდეს ისტორიას, კულტურასა და ტრადიციებს და ერთად ვაშენებთ ძლიერ და ევროპულ სახელმწიფოს.