„ძლიერ საქართველოს“ ცნობილი მხატვრები საკუთარი შემოქმედებით უერთდებიან. „გამარჯვების პანო“ ხელოვანებმა სპეციალურად 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის შექმნეს.
40 თანამედროვე მხატვრის მიერ შექმნილი „გამარჯვების პანო“ დღეს პირველად „ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ შტაბში გამოიფინა. პანოს შექმნაზე ხელოვანები ყველაზე დიდი ოპოზიციური გაერთიანების საარჩევნო შტაბში 20 დღის განმავლობაში მუშაობდნენ.
„გამარჯვების პანოს“ შემქმნელთა შორის არიან ქეთი მატაბელი, გია გუგუშვილი, ლევან ჭოღოშვილი, ნიკო ცეცხლაძე და სხვა ცნობილი სახელები. პროექტი განხორციელდა მხატვარ მამუკა ცუცქირიძის ინიციატივით.
“ქართული ოცნება” ოფიციალურად მოექცა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში
სახელმწიფო მდივნის მიერ დაწესებული სანქციები ქართველი ხალხის დასაცავად ამუშავდება, თუმცა