ბიძინა ივანიშვილის 100 ცრუ დაპირება

  1. Შეიძლება მართლაც ევროპაც გავაოცოთ, ისეთი დემოკრატია შევქმნათ საქართველოში. ისეთი ჭეშმარიტი დემოკრატია, რომ ევროპელებსაც გაუჩნდეთ სურვილი საქართველოში ინვესტიციების ჩადების. 17 ოქტ 2011
  2. Ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენ გაქცეულ და გადაკარგულ მოქალაქეებს, რამდენადაც მათ აქ უკეთესი ცხოვრების საშუალება ექნებათ. (2012) 
  3. ქართულ ოცნებას დაგეგმილი აქვს, ააღორძინოს ქართული სოფელი და ამისთვის გეგმავს, რომ შექმნას 1 მილიარდიანი ფონდი, ეს ასე იქნება. მე ამას გპირდებით და აუცილებლად გავაკეთებ. (2012) 
  4. Ჩვენ გპირდებით, რომ ადამიანი ჩვენი ხელისუფლებისათვის მთავარი ღირებულება იქნება. ვიქნებით ყველას ქომაგი, ვისაც სახელმწიფო დახმარება დასჭირდება. (2012)
  5. Საქართველოში არსებული გადასახადების განახევრება ხვალიდანვე შეიძლება. Რა თქმა უნდა, სოციალური გადასახადები ხვალიდანვე შემცირდება ჩვენი მოსვლიდან. (2012)
  6. უამრავი მცირე და საშუალო საწარმო გაიხსნება საქართველოში. ყველას ექნება ტექნიკის საშუალება, ყველას ექნება იაფი ფულის საშუალება. (2012) 
  7. უნდა შეიქმნას რეალური სამუშაო ადგილები. ასეთი ადგილების რაოდენობა ათეულობით ათასი იქნება. Ბიზნესისათვის დაწესდება შეღავათები, უსაფრთხო გარემო ექნებათ ინვესტორებს, რაც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას. (2012) 
  8. ავაშენებთ აუცილებლად სასტუმროებს და ყველა სასტუმროს უნდა ჰქონდეს სოლარიუმი. (შეხვედრა ურეკში) (2012) 
  9. Ჩვენ დავადგენთ საარსებო მინიმუმის ახალ ზღვარს, ცხადია ეს ზღვარი არ იქნება დამამცირებელი. Პენსია არ იქნება იმაზე ნაკლები ვიდრე საარსებო მინიმუმია. (2012) 
  10. ყველას ექნება საშუალება იაფი, ხელმისაწვდომი და ხანგრძლივი ფულის. არანაკლები ათი წლიდან ოც წლამდე იქნება ფულის საშუალება. ეს იქნება უმეტესწილად უფასო და სადაც იქნება პროცენტი, ეს იქნება ერთი, ორი და მაქსიმუმ სამი პროცენტი. (2012)  
  11. თქვენ მიიღებთ გრძელვადიან, უფასო ფულს. უპროცენტო კრედიტები იქნება. 10 წლიანი და 20 წლიანი, ძალიან ხანგრძლივი. (2012) 
  12. Რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას და მისი ტემპების ზრდას, პირველ წელიწადს ეს იქნება ძალიან რთული, ამას სჭირდება საკმაოდ დიდი მოსამზადებელი პერიოდი. Მეორე წელიწადი იქნება უკვე საგრძნობელი, საგრძნობლად უკეთესი. მესამე იქნება ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას უკვე საკუთარ ჯიბესა და საკუთარ ოჯახებზე იგრძნობს. Მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი. (2012) – 24.12.2012
  13. ჯიბეზე იგრძნობთ, ეგ სიტყვები ჩემი ტერმინები არაა და კეთილი ინებეთ, პუნქტუალობას მიეჩვიეთ. 2015
  14. Ჩვენ ყველა დანაპირებს შევასრულებთ, ამის სიტყვას მე გაძლევთ იცოდეთ და არც ერთი ჩვენი დანაპირები არ დაუქვემდებაროთ ეჭვებს. გაცილებით მეტსაც გავაკეთებთ, იმაზე მეტს, რასაც გპირდებით. (2012) 
  15. Ჩვენ გავაორმაგებთ სოციალურ დახმარებას. (2012) 
  16. ვერცერთი ჩინოვნიკი ვერ იცხოვრებს საშუალო მოსახლეზე უკეთესად. (2012) 
  17. გვინდა დავასაქმოთ ყველა საქართველოს მოქალაქე – (2012)
  18. ელემენტარული ეკონომიკა ვისაც ესმის, 2 მილიონ სამუშაო ადგილს ათწლეულები დასჭირდება საქართველოში, მაგრამ 2-3 წელიწადში ჩვენ შეგვიძლია ყველა ჩვენი მოქალაქე, ვისაც უნდა მუშაობა, ღირსეულად დასაქმდეს. Ზოგი მიუნხენში იმუშავებს და ზოგი ქუთაისში. – 27.11.2019
  19. ოთხი წლის განმავლობაში დაიწყება შემობრუნება, ვიზალიბერალიზაციას მივიღებთ სწრაფად და ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც საშოვარზეა გადახვეწილი საზღვარგარეთ, ნელ-ნელა დაიწყება შემოდინების პროცესი ამ ოთხ წელიწადში და რვა წლის შემდგომ, ნახეთ, რომ საქართველოს მოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილი საქართველოში დაბრუნდება, აქ იშოვის საკუთარ სარჩენს და საკუთარ საწნახელს მიხედავს, ასე ვთქვათ. რომ გარეთ ქართველები ვერ ვვარგივართ პრინციპში, ეს მე ჩემს თავზე გამოვცადე, საწნახელი შემთხვევით არ ვახსენე, რომ ნავთან შედარებულია ეს, ჩვენ ასეთი კულტურა გვაქვს ამ ბევრი საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული. – 03.10.2016
  20. Მშენებლობა საქართველოში გაცილებით უფრო მასშტაბური გახდება და გაცილებით უფრო მეტი ადამიანი დასაქმდება, მაგრამ ეს არ იქნება ისეთი სამუშაო ადგილები, რომლებიც არჩევნების წინ იქმნება და არჩევნების დამთავრებისთანავე უქმდება. ეს იქნება ისეთი მშენებლობა, რომელსაც ყველა დონისა და სტანდარტის შესაბამისად კვალიფიციური სპეციალისტები დაგეგმავენ, სადაც დაცული იქმნება როგორც მშენებლობის ისე მშენებლობაზე მომუშავე ყველა ადამიანის უსაფრთხოება. 2012
  21. გამარჯვებისთანავე საარჩევნო ბლოკი “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება” განახორციელებს პროგრამას – ღირსეული დასაქმება ყველას, რაც გულისხმობს ყველა რეგიონში 1000-ზე მეტი საწარმოს გახსნას. (2012 წლის წინასაარჩევნო რეკლამა)
  22. Ჩვენ უნდა მოვახერხოთ და აღვადგინოთ სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები რუსეთთან. Ჩვენ უნდა მოვახერხოთ და დავიწყოთ საუბარი მათთან. 2012
  23. ვერავინ ვერ გაბედავს მომავალში დააშანტაჟოს კერძო მესაკუთრე და ხელი ჩაჰყოს კერძო საკუთრებაში. 2012
  24. Რუსთავი შესაძლოა გახდეს პროფესიული განათლების ცენტრი, სადაც ახალგაზრდები არამარტო თეორიულ ცოდნას მიიღებენ, არამედ შესაბამის პრაქტიკასაც გაივლიან სხვადასხვა ტიპის საწარმოებში. Ახალგაზრდობა, სტუდენტობა, სასწავლო ცენტრები, სახელოსნოები, სტუდიები, ეს გამოაცოცხლებს რუსთავს და ახალ ფუნქციას მიანიჭებს ამ ქალაქს. 2012
  25. Ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიმართოთ წელში. გაჭირვება უნდა დავძლიოთ. Ჩვენ სწორედ დღეს უნდა ამოვიდეთ ამ სიდუხჭირიდან.19 აგვ 2012
  26. Მეშახტეები საშინელ დღეში არიან, შრომის კოდექსი უნდა შეიცვალოს, მონებივით ამუშავებენ, უმცირეს ხელფასს აძლევენ და იმაზეც აშინებენ, რომ დღეს-ხვალ სამსახურიდან გააგდებენ. Ხელფასი გექნებათ ადამიანური და არა ის, რასაც დღეს იღებთ თქვენ და კოდექსიც იქნება ადამიანური და მორგებული თქვენს ინტერესებზე. 28 აგვ 2012
  27. Საკადრის ადგილს დავუმკვიდრებთ ქართულ ღვინოს მსოფლიოს საუკეთესო ღვინოების გვერდით. აუცილებლად გამოვნახავთ ახალ ბაზრებს და აუცილებლად გახსნით რუსეთის ბაზარს, რომელიც აუცილებელია ქართული ღვინისათვის. 9 სექ 2012
  28. Მე გპირდებით და გაძლევთ სიტყვას, რომ საქართველოში იქნება არნახული ეკონომიკური აღორძინება და ეს მოხდება მეორე, მესამე და მეოთხე წელიწადს. 16 თებ 2013
  29. Სააფთიაქო სისტემებში ჩვენ გვაქვს პროგრამა და მოგვიანებით მოგახსენებთ, რომ შეიძლება მკვეთრად მოვახერხოთ წამლების ფასების დაწევა ახალი მოთამაშის შემოყვანის საშუალებით. 14 მარ 2013
  30. აუცილებლად იქნება სტაბილური პოლიტიკა, სტაბილური ეკონომიკა, სასამართლო, დამოუკიდებელი მედია. Პირობები იქნება არანაკლები ევროპასთან და ამერიკასთან შედარებით.  28 აპრ 2013
  31. Მინიმუმ სამოცი ქარხანა წლის ბოლომდე ჩვენ უნდა მოვახერხოთ.  30 მაი 2013
  32. ინფლაციაზე საუბარი ზედმეტია, რამეთუ კურსი შეიძლება გასწორდეს ელემენტარულად. ესეც რაღაც ეტაპზე კარგი დოზით ეკონომიკის გააქტიურებას უწყობს ხელს. 4 თებ 2014 (ამ დროს კურსი იყო 1.78. 2014 წლის დეკემბერში გახდა 1.86. Ხელისუფლებაში მოსვლისას იყო 1.64)
  33. ეს არის ბიზნეს პროცესი და მოსახლეობაც ამ პროცესებში უნდა გაერკვეს, თუ არ ერკვევა, უნდა დაიქირავოს ბანკირი ან სპეციალისტი ვინც ამაში ერკვევა და რჩევა უნდა მიიღოს. ლარი იქცევა ძალიან ადეკვატურად იმ პროცესებთან მიმართებაში, რაც ხდება. 2015
  34. ღარიბი და გაჭირვებული ადამიანი საკუთარ სიღარიბეს, საკუთარ პრობლემებს…ადამიანებს ძალიან უჭირთ საკუთარი თავი დაადანაშაულონ, სულ ეძებენ ხელისუფლებაში და რა თქმა უნდა, ხელისუფლებას უნდა მოსთხოვონ კიდეც, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში და შექმნილ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, დღევანდელი ხელისუფლების ბრალეულობა არ არის ამაში. 24 ოქტ 2018
  35. იმის იმედიც ნუ ექნებათ, რომ ერთი ხელის მოქნევით, ჯადოსნური ჯოხით ჩვენ შვეიცარიის ეკონომიკა გვექნება. 20 ნოე 2018
  36. Მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ერთ წელიწადში გავასწორო მართვის ყველა ხარვეზი და მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენო, რომ ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდეს. – 5.11.2018   
  37. ინფრასტრუქტურას 2021 წლისთვის თითქმის მოვრჩებით და მაქსიმალურად გაიზრდება განათლების დაფინანსება . 2022 წლისთვის მივიღებთ პიკს, როცა ინფრასტრუქტურა პრაქტიკულად მოთავებული იქნება. – 19.04.2019 
  38. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 24 ივნ 2019
  39. გაზიფიცირებაც დავაჩქაროთ, წყლის საკითხიც დავაჩქაროთ. ბიუჯეტს არ ექნება, მე გავაკეთებ. 2019 – სოფელ ხიბულაში შეხვედრაზე გაცემული დაპირება
  40. ერთ წელიწადში ჩვენს საზოგადოებასთან ხიდს აღვადგენთ. – 27.11.2019 
  41. ვინაიდან სახელმწიფოს, ამჟამად, არ აქვს რესურსი, რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია განახორციელოს წყალტუბოს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის, ხოლო მისი ერთიანი, სტრატეგიული განვითარების გეგმის არარსებობის პირობებში, ბიზნესიც ინერტულია – მივიღე გადაწყვეტილება, პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს. გადავწყვიტე, წყალტუბოში გამოვისყიდო ყველა – 22 სასტუმრო და 9 აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში. – 2019(შედეგები)
  42. 2020 წელს გორის თეატრის რეაბილიტაცია დაიწყება – ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა 2019 წელს გორში ჩასულმა „ქართუ ჯგუფისა“ და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა გააჟღერეს. 2019
  43. გაორმაგებულია პენსია და ზრდა მოხდება ყოველწლიურად. 9 ოქტ 2020
  44. ოკუპაციის ურთულეს პირობებშიც კი, როდესაც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მოქალაქეები ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე არიან, ჩვენი რაციონალური და პრაგმატული მიდგომებით ვახერხებთ მშვიდობის შენარჩუნებას, რასაც გვიწონებენ და მხარში გვიდგანან ჩვენი დასავლელი პარტნიორები. 9 ოქტ 2020
  45. Მე მაქვს დათვლილი რამდენი ფული ჭირდება, თქვენ რომ სახლებში დაბრუნდეთ (დევნილებს). ამისთვის საჭირო იქნება, დაანგარიშებული მაქვს,  არანაკლებ 4 და არაუმეტეს 6 მილიარდი დოლარისა და ამის შესაძლებლობა არსებობს, ჩვენი პირადი თუ გარედან დახმარებაც იოლი იქნება. Ძალიან ბევრი სახლი იქნება ასაშენებელი და რეალურად უნდა აშენდეს არანაკლები 100,000-სზე მეტი სახლისა – საშუალო ევროპული ტიპის, არა ის, ქართველებმა ძალიან დიდი სახლები ვიცით ზოგჯერ და მერე მოწყობას ვერ ვახერხებთ. 3-4 საძინებლიანი სახლი, თავისი ვანით, ტუალეტით, გათბობით, სამზარეულოთი, ყველაფრით დაახლოებით ჯდება 60,000 დოლარი. Მიწის ფართიც არანაკლები 2,000 კვადრატული მეტროსი, ეზო, ხეხილი, სოფლის მეურნეობის პროექტი გაგვაჩნია ჩვენ, გვაქვს ნერგების საშუალება. Სანამ მშენებლობა დაიწყება აფხაზეთში, იმ მშენებლობაში დასაქმება და მონაწილეობაც შეილება პარალელურად მოხდეს. Უნდა დაირგას ნერგიც, უნდა გაჩნდეს ქათამიც, ძროხაც და ესე უნდა მოხდეს დაბრუნება. Სანამ მოლაპარაკების პროცესი მიდის, ჩვენ თანხების მობილიზაციას გავაკეთებთ. 2012
  46. აბასთუმანი უნდა გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში – 2019
  47. ყურძნის ფასი 1 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს – 2012

 

Სხვა შეუსრულებელი დაპირებები (არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისგან გაცემული):

 

          2012 წლის პროგრამის დაპირებები

    48. აღსადგენია საჰაერო და სანაპირო თავდაცვის ძალები. ეს უკანასკნელი უნდა დაუბრუნდეს შეირაღებულ ძალებს და მჭიდროდ იქნეს ინტეგრირებული სახმელეთო სანაპირო თავდაცვის სისტემასთან (საარჩევნო პროგრამა, გვ. 61)

 

           კალაძის დაპირებები

    49. თბილისი რუსთავს მეტროთი დაუკავშირდება – 2018 წლის საარჩევნო დაპირება (ბახტაძე, კალაძე)

    50. დაიწყება მეტროს ახალი მიწისქვეშა და მიწისზედა ხაზების პროექტირება, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, შეისწავლება სამგორი-აეროპორტისა და დიდუბე-დიდი დიღმის ხაზების შექმნის შესაძლებლობა. 

    51. განხორციელდება პროექტი სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან მეტროს ინტეგრირების უზრუნველსაყოფად.

    52. მეტროსადგურებში მოეწყობა შესაბამისი ადაპტირების ზონები და ინფრასტრუქტურა შშმ პირებისათვის.

    53. მტკვარზე აშენდება ახალი სახიდე გადასასვლელი, რომელიც ერთმანეთს დააკავშირებს გელოვანის გამზირსა და სამტრედიის ქუჩას. ახალი ხიდი გააუმჯობესებს მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებს შორის კავშირს, განტვირთავს საგზაო მოძრაობას.

    54. მეტროპოლიტენს დაემატება ახალი ვაგონები, რაც გაზრდის მგზავრთა გადაყვანას და შეამცირებს მოცდის ინტერვალებს. განახლდება 23 მეტროსადგური ერთიანი კონცეფციითა და ბრენდინგით.

    55. ჩატარდება ხიდებისა და გვირაბების რეაბილიტაცია.

    56. მერია იზრუნებს მტკვრის და მისი შენაერთების დაბინძურების პრევენციაზე. მოეწყობა გამწმენდი ნაგებობები თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე.

    57. აშენდება ნაფეტვრები-ახალდაბის ახალი გზა.

    58. შეიქმნება კომფორტული პირობები ქვეითებისა და ველოტრანსპორტის გადაადგილებისთვის; შეიქმნება ახალი ველობილიკები და მოხდება მათი ინტეგრირება ერთიან საატრანსპორტო სისტემასთან. მოეწყობა ველოსადგურები ისეთი ტიპის ობიექტებთან, როგორიცაა უნივერსიტეტები, სავაჭრო და საოფისე ცენტრები, ადმინისტრაციული შენობები და სხვ.

    59. ტყეების მიმდებარედ მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, ველობილიკები და საპიკნიკე ადგილები. ჩატარდება სამუშაოები თბილისის ქარსაცავი ზოლების აღსადგენად.

    60. თბილისის მერია უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველი ჯგუფების ღირსეულ საცხოვრისზე ხელმისაწვდომობას. ყოველწლიურად, 7-8 მილიონი ლარი თბილისის ბიუჯეტიდან იხარჯება სოციალურად დაუცველი ან ავარიული სახლების მცხოვრებლების ბინის ქირით უზრუნველყოფაზე.

    61. უზრუნველყოფილი იქნება უწყვეტი დამოუკიდებელი გადაადგილების პროცესი შშმ პირთათვის.

    62. შემუშავდება მერიაში კორუფციის პრევენციის სტრატეგია და დაინერგება კონტროლისა და მონიტორინგის ქმედითი სისტემა.

    63. შეიქმნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი სამარშრუტო სქემა და უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მაქსიმალური სინქრონიზაცია. მერია უზრუნველყოფს მეტროპოლიტენის, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტების ერთმანეთთან ადაპტირებას.

    64. მოწესრიგდება ტაქსების სექტორი იმგვარად, რომ, ერთი მხრივ, შეიქმნას ტაქსის მძღოლებისთვის ეკონომიკურად მომგებიანი სისტემა, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტების დაცვამ.

    65. განვითარდება საბაგირო ტრანსპორტი და უზრუნველყოფილი იქნება მისი ინტეგრირება სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტთან, მათ შორის მეტროსთან. დასრულდება რუსთაველი-მთაწმინდის და მაღლივი-ბაგების საბაგიროების მშენებლობა, აგრეთვე დაპროექტდება და აშენდება სამგორი-ვაზისუბნისა და ახმეტელის თეატრი-ზღვისუბნის დასახლების საბაგირო ხაზები.

    66. თბილისის ზღვის ტერიტორიაზე მოეწყობა თბილისის ახალი ზოოპარკი და განახლდება თბილისის დენდროლოგიური პარკი.

    67. უზრუნველყოფილი იქნება თბილისის შემოგარენის დაავადებული ტყეების აღდგენა და განახლება. დაავადებულ ტყის მასივებში განხორციელდება სანიტარული ღონისძიებები.

    68. დასრულდება 13 საბავშვო ბაღის მშენებლობა და აშენდება 20 ახალი საბავშვო ბაღი.

    69. აშენდება 30-ზე მეტი სკოლა და გაუმჯობესდება 70-ზე მეტი სკოლის ინფრასტრუქტურა.

    70. გაგრძელდება უფასო სასადილოების ფუნქციონირება და გაუმჯობესდება კვების რაციონი.

    71. მერია იზრუნებს შშმ პირთათვის საზოგადოებრივი დანიშნულებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელების, სახოვრებელი სახლების, კულტურული დაწესებულებების, პარკებისა და რეკრეაციული ობიექტების ადაპტირებაზე;

 

     2020 წლის დაპირებები

    72. 4 წლის განმავლობაში 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა.

    73. აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების მიზნით კონსულტაციების გაგრძელება

    74. გაზსაცავის აშენება (ორჯერ გაცემული დაპირება, რომელიც მოგვიანებით შეწყდა)

    75. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ხელშეწყობა. 

    76. მოსამართლეთა და სასამართლო აპარატის მოხელეთა რაოდენობის გაზრდა.

    77. სასამართლოების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

    78. ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის დახვეწა

    79. დისციპლინური სამართალწარმოების ელექტრონული პროგრამის შემუშავება და დანერგვა

    80. სასამართლოს გადაწყვეტილებების სრულყოფილი ელექტრონული ბაზის შექმნა

    81. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის დახვეწა საბჭოს გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით.

 

      ღარიბაშვილის დაპირებები

    82. 2012 წლიდან დღემდე შეიქმნა 245-ზე მეტი ახალი საწარმო და გაფართოვდა 1000-ზე მეტი – 2022

    83. გონიო უნდა გახდეს ახალი ფინანსური ცენტრი. საქართველოს აქვს შესაძლებლობა, რომ გახდეს აღმოსავლეთის ლუქსემბურგი – 2021

   84. მე, როცა მქონდა რკინიგზასთან სამუშაო შეხვედრა, ასევე განვიხილეთ ლაგოდეხი-თბილისი-ბათუმის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობაც. სავარაუდო ბიუჯეტის დათვლაზეც მიმდინარეობს მუშაობა, რომ ვიცოდეთ, როდის შეიძლება დავიწყოთ ამაზე მუშაობა. გადაადგილება გახდება კიდევ უფრო მარტივი – 2021

85. ღარიბაშვილის 10 წლიანი ეკონომიკური გეგმა – 2021

 

      Მინისტრების/სხვების დაპირებები

    86. (სკოლებში უფასო კვება) ინტენსიურად ვიმუშავებთ როგორც განათლების სამინისტროსთან, ასევე Unicef-თან. მათთან ერთად პროექტი დეტალურად გაწერილია როგორც კვების მენიუს, ასევე ფინანსურ ნაწილში. ორი წლის წინ დავიწყეთ ამაზე მუშაობა და ეს უკვე განხილულია – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ 2021 წელს 

    87. Ხულო-ზარზმის გზის დასრულება – 2020 წლისთვის „ქართული ოცნება“ არათუ ხულო-ზარზმის გზას, არამედ მთლიანად ქვეყანაში ავტობანის მშენებლობის დასრულებას აანონსებდა.

    88. ენგურჰესის მსოფლიო დონის ატრაქციად მოწყობის დეტალური პროექტირება დასრულებულია – განაცხადა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა – 2018

    89. წარმოგიდგენთ განათლების ეროვნულ კონცეფციას, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო აიღებს უპრეცედენტო ვალდებულებას, რომ ყოველწლიურად ჩვენი ეროვნული დოვლათის 6% ანუ დღეს არსებული ბიუჯეტის მეოთხედი წარმართოს განათლების სფეროს სრული ტრანსფორმაციის, მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული და სამაგალითო განათლების ქართული სკოლის დასაფუძნებლად – 2019-ში განაცხადა ბახტაძემ. 

    90. Რუსთავის ავტობანის დასრულება 2013 წლიდან ქართული ოცნების დაპირებაა. 2023

    91. 24 საათიანი წყალმომარაგება რუსთავი 2023

    92. Ბათუმის შემოვლითი გზის დასრულება 2024

    93. Ბათუმის დასრულებელი ნაგავსაყრელის მოწყობა 2024  

    94. Სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანის მშენებლობის დასრულება 2023 

    95. თელავის აეროპორტი 2023

    96. Სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება თელავში 2021

    97. Წნორში სასმელი წყლის 24 საათიანი რეჟიმი 2019

    98. დიდი ჯიხაიშის პროფ.სასწავლებელის აშენება 2023

    99. ქობულეთის სპორტსკოლის მშენებლობა 2024

    100. ქუთაისის ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა – 2023

    101. ქობულეთის შემოვლით გზაზე დამატებით აშენდება ორზოლიანი გზა – ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 2023

სხვა სტატიები

“ძლიერი საქართველო” ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე:

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტრატეგიული