ანა ნაცვლიშვილის ბრიფინგი

,,გუშინ ვისმინეთ რუსი ოლიგარქის ინტერვიუ და უკლებლივ ყველამ ამ ქვეყანაში დაინახა, რომ ივანიშვილი უკვე არის ამ ქვეყნის წარსული. ჩვენ, “ძლიერი საქართველო”, არ ვაპირებთ, რომ საქართველო შევატოვოთ ადამიანს, რომლის მდგომარეობაც ჩვენი ქვეყნისთვის არის საშისი და ამავე დროს უკიდურესად სამარცხვინო. ივანიშვილი არის წარსული, “ძლიერი საქართველო” საარჩევნო ნომრით 9, არის წარსულის რეალური ალტერნატივა და სწორედ ამიტომ ეშინია ივანიშვილს განსაკუთრებით ჩვენი კოალიციის. ეს გუშინდელ ინტერვიუშიც კიდევ ერთხელ გამოჩნდა. ივანიშვილს ეშინია ჩვენი კოალიციის, მას ეშინია 9 ნომრის იმიტომ, რომ მან ზუსტად იცის, ივანიშვილისგან განსხვავებით, “ძლიერი საქართველო” არ ვემსახურებით ოკუპანტის ინტერესებს – ჩვენ ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ინტერესებს. მას ეშინია ჩვენი იმიტომ, რომ, მისგან განსხვავებით, ჩვენ ვაპირებთ, შევასრულოთ ის დაპირებები, რომლებსაც ვაძლევთ ჩვენს ამომრჩეველს და ამავე დროს ზუსტად ვიცით, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ უნდა გავხადოთ ეს ქვეყანა ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი და როგორ უნდა შევქმნათ საქართველოში 200 000 სამუშაო ადგილი სამართლიანი ანაზღაურებით. ჩვენ ზუსტად ვიცით, როგორ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ხანდაზმულ ადამიანებს ამ ქვეყანაში ჰქონდეთ 1000-ლარიანი პენსია და ღირსეული სიბერე. აი, ამიტომ ეშინია მას განსაკუთრებით ჩვენი, “ძლიერი საქართველოსი”, რომელიც არის წარსულის რეალური ალტერნატივა. ზუსტად 4 დღეში არის 26 ოქტომბერი და საქართველოს მოქალაქეებს ამ დღეს გეძლევათ ძალა, დაასრულოთ ეს სამარცხვინო და საშიში რუსი ოლიგარქის მმართველობა ამ ქვეყანაში და დავიწყოთ ძლიერი, სამართლიანი სახელმწიფოს მშენებლობა.” – ანა ნაცვლიშვილი

სხვა სტატიები

“ძლიერი საქართველო” ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე:

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტრატეგიული