“დღეს ჩვენ ვიხილეთ დამარცხებული ხელისუფლების პანიკაში მყოფი კომენტატორის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი, რომელიც არის საბოლოო დასტური იმისა, რომ ხელისუფლებამ ძალიან კარგად გაიგო, რომ ის აგებს 26 ოქტომბრის არჩევნებს. ხელოსუფლებამ ძალიან კარგად გაოგო, რომ 16 დღეში მას აღარ ექნება ძალაუფლება, ამიტომაც არის “ქართული ოცნება” პანიკაში. ბრიფინგი კარგად ასახავს როგორი გამწარებულია მდინარაძე და მთელი “ქართული ოცნება” იმით, რომ “ძლიერმა საქართველომ” მათ ჩამოვუშალეთ საქართველოს სქემა წინააღმდეგ, რომელსაც “ქართული ოცნება” 12 წლის განმავლობაში იყენებდა. ბიძინა და მისი გუნდი 12 წლის განმავლობაში ცდილობდა, რომ ქართული პოლიტიკური ველი ყოფილიყო ორპოლუსიანი, მკვეთრად პოლარიზებული და ქართველ ხალხს ჰქონოდა ორად ორი არჩევანი – ან “ოცნება”, ან ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, 9 ნომრის ირგვლივ გაერთიანებულმა ხუთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა, ჩამოვშალეთ მათ მიერ შექმნილი ეს სქემა და საქართველოს მოქალაქეებს ვაძლევთ რეალურ შესაძლებლობას, რომ არჩევნებზე აირჩიონ რეალური ალტერნატივა “ძლიერი საქართველოს” სახით. ძალა, რომელიც არის ორიენტირებული ამ ქვეყნის მომავალზე და არა წარსულზე. ამიტომაც არიან გამწარებული, ამიტომაც არიან პანიკაში, მათ დაკარგეს პროცესზე კონტროლი. მამუკა მდინარაძის განცხადება პირდაპირ მოსკოვშია დაწერილი და ის იმეორებს კგბ-ს პარანოიდულ მითს იმის შესახებ, თითქოს დასავლეთი აკონტროლებს საქართველოში ოპოზიციას. მათ თავადაც კარგად იციან, რომ ეს არის კგბ-ს მიერ შეთხზული ტყუილი. რაც სიმართლეა და რაც ძალიან აშფოთებს ქართულ ოცნებას არის ის, რომ დღეს ქართველი ხალხის ნებას გამოხატავს “ძლიერი საქართველო” და ოპოზიცია, ხოლო ქართულ ოცნებას ხალხის აღარც ნდობა აქვს და აღარც ლეგიტიმაცია. ამიტომაც არიან პანიკაში და დიახ, მდინარაძის ბრიფინგმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები – ეს არის რეფერენდუმი, როდესაც ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს და აირჩევს ან ხელისუფლებას, რომელიც ემსახურება რუსეთს და ამ ქვეყანას წარსულისკენ ექაჩება, ან აირჩევს მათ, ვისაც ამ ქვეყნის მომავლის და ძლიერი საქართველოს აშენება სურს. ჩვენი, 9 ნომრის გარშემო გაერთიანებული სუბიექტების, “ძლიერი საქართველოს” გეგმა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით არის ის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადავდგათ 9 ნაბიჯი და გავხადოთ საქართველო ევროკავშირის ლ სრულუფლებიანი წევრი, ამ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეებისთვის შევქმნათ 200 000 სამუშაო ადგილი სამართლიანი ანაზღაურებით და დაცული შრომის პირობებით და ყველა ხანდაზმული ადამიანისთვის უზრუნველვყოთ 1000-ლარიანი პენსია. დარწმუნებული ვართ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეები უარს ეტყვიან ხელისუფლებას, რომელიც 12 წელია ატყუებს მათ, რომელმაც თავი დაამახსოვრა ქვეყნის ღალატით და შეუსრულებელი დაპირებებით და აირჩევს მათ, ვისაც გვინდა ვიყოთ ორიენტირებული ამ ქვეყნის მომავალზე და ძლიერი საქართველო ავაშენოთ.”- ანა ნაცვლიშვილი
“ქართული ოცნება” ოფიციალურად მოექცა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში
სახელმწიფო მდივნის მიერ დაწესებული სანქციები ქართველი ხალხის დასაცავად ამუშავდება, თუმცა