ანა ნაცვლიშვილის ბრიფინგი

“გუშინ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს, ევროპარლამენტის, ტრიბუნიდან მოვისმინეთ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი “ქართული ოცნების” რუსული კანონის და რუსული პოლიტიკის გამო გაურკვეველი ვადით შეჩერდა. ჩვენ ასევე მოვისმინეთ, რომ თუ 26 ოქტომბერს არ შეიცვლება რუსეთის მსახური ხელისუფლება, შესაძლოა, შეწყდეს უვიზო მიმოსვლაც. საქართველოს მოქალაქეებმა უკვე დავკარგეთ მილიონობით ევროს დახმარება “ქართული ოცნების” რუსული პოლიტიკის შედეგად. ამასთან შეგუება დაუშვებელია! საქართველოს თითოეულ მოქალაქეს სულ რაღაც 17 დღეში, 26 ოქტომბერს გენიჭებათ ძალა, რომ უთხრათ არა მატყუარა, კორუმპირებულ, რუსეთის მსახურ ხელისუფლებას და უთხრათ კი ევროპას, უთხრათ კი საქართველოს მომავალს, უთხრათ კი ევროპულ უსაფრთხოებას და ევროპულ კეთილდღეობას.

ჩვენ, 9 ნომრის ირგვლივ გაერთიანებული პოლიტიკური ძალები, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი – გიორგი მარგველაშვილი, “ლელო”, “ანა დოლიძე – ხალხისთვის”, ალეკო ელისაშვილის “მოქალაქეები” და “თავისუფლების მოედანი”, ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, რომ ქართველი ხალხის ნებით და დავალებით, 26 ოქტომბრის შემდეგ გადავდგად ძლიერი და რეალური ნაბიჯები იმისათვის, რომ აღვადგინოთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და უსწრაფესად გავიაროთ ყველა საჭირო პროცედურა, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი სახელმწიფო.” – ანა ნაცვლიშვილი.

სხვა სტატიები

“ძლიერი საქართველო” ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ლუგარის ლაბორატორიისთვის დაფინანსების შეწყვეტაზე:

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტრატეგიული