პოლიტსაბჭო
პოლიტსაბჭო არის პარტიის ხელმძღვანელი ორგანო, რომელიც განსაზღვრავს პარტიის პოლიტიკურ დღის წესრიგს, განიხილავს და ამტკიცებს პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხებს როგორც პარტიის გარეთ პოზიციონირების, ასევე, შიდა პარტიული საკითხების მიმართულებით. “ლელოს” პირველი პოლიტსაბჭო არჩეულ იქნა პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე 2019 წლის 22 დეკემბერს. ხოლო მოქმედი პოლიტსაბჭო, გამჭვირვალე და კონკურენტული არჩევნების შედეგად 2023 წლის დეკემბერში გამართულ პარტიის ყრილობაზე.
პარტიის წესდების თანახმად პოლიტსაბჭო ირჩევა 4 წლის ვადით და იკრიბება არაუგვიანეს 2 თვისა ან რიგგარეშედ, დღეისთვის “ლელოს” პოლიტსაბჭო 21 წევრისგან შედგება.