2023 წლის 23 დეკემბერს ჩატარდება „ლელოს“ საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა. ყრილობაზე არჩეული იქნებიან პარტიის თავმჯდომარე, პოლიტიკური საბჭოს და სარევიზიო კომისიის წევრები. „ლელოს“ ყრილობაზე პარტიის ლიდერები წარადგენენ საქართველოს რეკონსტრუქციის პროგრამას, პარტიის ხედვას, განახლებულ „მარშალის გეგმას“, რომელიც წარმოადგენს „ლელოს“ პროგრამულ დოკუმენტს და მოიცავს ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს 9 ნაბიჯს. “ლელო” განახლებული პროგრამით და ძლიერი შემადგენლობით იწყებს აქტიურ მუშაობას ქვეყნის დასაბრუნებლად.
ყრილობა გაიმართება ექსპო ჯორჯიას მე-11 საგამოფენო პავილიონში. მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი 118.
დელეგატებმა რეგისტრაციისთვის თან იქონიეთ პირადობის მოწმობა.
* * *
ყრილობის ყველა დელეგატს აქვს უფლება კენჭი იყაროს პარტიის თავმჯდომარედ, პოლიტიკური საბჭოს ან სარევიზიო კომისიის წევრად.
6 დეკემბერს დაიწყება: ა) პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატების რეგისტრაცია, რომელიც დასრულდება 8 დეკემბერს; ბ) პოლიტსაბჭოს წევრობის კანდიდატების რეგისტრაცია, რომელიც დასრულდება 12 დეკემბერს და გ) სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატების რეგისტრაცია, რომელიც დასრულდება 12 დეკემბერს.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატად დარეგისტრირება შეუძლიათ მხოლოდ პარტიის ყრილობის დელეგატებს. ამასთანავე, თითოეულ დელეგატს შეუძლია მხარი დაუჭიროს არაუმეტეს პოლიტსაბჭოს წევრობის 17 კანდიდატის წარდგენას.
• პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატად წარდგენისთვის საჭიროა ყრილობის არანაკლებ 50 დელეგატის მხარდაჭერა, რაც მათივე ხელმოწერით უნდა დასტურდებოდეს.
• პოლიტიკური საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენისთვის საჭიროა ყრილობის არანაკლებ 20 დელეგატის მხარდაჭერა, რაც მათივე ხელმოწერით უნდა დასტურდებოდეს.
• სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატად წარდგენისთვის საჭიროა ყრილობის არანაკლებ 20 დელეგატის მხარდაჭერა, რაც მათივე ხელმოწერით უნდა დასტურდებოდეს.
პარტიის თავმჯდომარეს, პოლიტიკური საბჭოს და სარევიზიო კომისიის წევრებს ყრილობა ირჩევს ფარული კენჭისყრით. იმ შემთხვევაში თუ თავმჯდომარედ კენჭს იყრის მხოლოდ ერთი კანდიდატი, კენჭისყრა ჩატარდება ღია წესით.
ყრილობის ყველა დელეგატმა, რომელსაც აქვს სურვილი კენჭი იყაროს როგორც პარტიის თავმჯდომარედ, ისე პოლიტიკური საბჭოს და სარევიზიო კომისიის წევრად, განაცხადი და შესაბამისი სავალდებულო დოკუმენტაცია უნდა წამოადგინოს ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: nino.toloraia@lelo9.com დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ტელ. 577 311 766
სარეგისტრაციო დოკუმენტაცია:
• განაცხადი გადმოწერა
• CV (ბიოგრაფია)
• ფოტოსურათი
• კანდიდატურის წარმდგენი დელეგატების მხარდაჭერის დამადასტურებელი დოკუმენტი (თანდართული ფორმით). გადმოწერა
ყრილობის დელეგატების სიასთან დაკავშირებით 6 დეკემბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით მიმართეთ „ლელოს“ ცენტრალურ ოფისს: ტელ. 577 311 766; email: nino.toloraia@lelo9.com
გისურვებთ წარმატებებს!