ლელო ემიგრანტებისთვის
დაიბრუნე ხმა, დაიბრუნე საქართველო!
შეიქმნება ემიგრაციის ერთიანი ეროვნული საინფორმაციო ბაზა და განახლდება ემიგრაციის საყოველთაო აღწერა.
ყველა მსხვილ დასახლებულ პუნქტში გაიხსნება საარჩევნო უბანი და გაუქმდება საცხოვრებელი მისამართით რეგისტრაციის ვალდებულება.
ლელო შექმნის წარმატებულ ემიგრანტთა,მეცნიერთა და ბიზნესმენთა მუდმივმოქმედ საკონსულტაციო საბჭოს ქვეყანაში ინვესტიციების, ცოდნისა და ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით.
ლელო გაატარებს ემიგრანტების დაბრუნების და ემიგრაციაში იძულებით წამსვლელთა რიცხვის შემცირების პოლიტიკას,
ემიგრანტი მოქალაქეების მიმართ სახელმწიფო მფარველობის ეფექტურ პოლიტიკას და უზრუნველყოფს
სახელმწიფო პროგრამას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნისა და მათში ემიგრაციიდან დაბრუნებული პირების დასაქმების მიზნით.
ემიგრაციიდან დაბრუნებული პირების მიერ ბიზნეს საქმიანობის დაწყების შემთხვევაში შეიქმნება შეღავათიანი საგადასახადო პირობები და სპეციალური იპოთეკური პროგრამები
ემიგრაციიდან დაბრუნებული პირებისთვის.