ლამისყანაში რამდენიმე ფერმერს ვესტუმრე

დღე
საათი
წუთი
წამი

ლამისყანაში რამდენიმე ფერმერს ვესტუმრე. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მოჰყავთ.

ბევრი პრობლემა აქვთ – ტექნიკა, მელიორაცია, დისტრიბუციის სტაბილური ჯაჭვი,ხშირ შემთხვევაში, კონკურენტი – უხარისხო, იმპორტული პროდუქცია.
ასევე დიდი პრობლემაა ინფორმაციის და პროფესიული გადამზადების არ არსებობა, სოფლის მეურნეობა საქართველოში ბიზნესი არ არის, აქ ადამიანები წვალობენ, შრომობენ და ხელშესახები შედეგი ნაკლებად არის.

სრულიად ახალი სოფლის მეურნეობის პოლიტიკაა გასატარებელი, რომელიც ჩვენ, “ლელოს” გაგვაჩნია.
“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ქვეყანა გადააქცია მომხმარებელ ერად, ეს უნდა შეიცვალოს.

თარიღი:
17 თებერვალი, 2024
ადგილმდებარეობა:
ლამისყანა

გაზიარება